7 რჩევა- როგორ დავიცვათ თავი კომპიუტერისგან


დღეს უკომპიუტეროდ არსებობა თითქმის წარმოუდგენელია: იგი ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა. უმისობა არა მარტო სამსახურში, სახლშიც ზოგჯერ პრობლემებს გვიქმნის. 

სამწუხაროდ, ელექტრონულ მეგობართან ახლო ურთიერთობა ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება - კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ზიანდება მხედველობა, ნერვული სისტემა და ფსიქიკაც კი - რას იზამ, ეს ტექნიკური პროგრესის თანმდევი პრობლემებია. 

ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მხოლოდ ერთი რამ: მინიმუმამდე დავიყვანოთ მავნე ზემოქმედება. სპეციალისტების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია.

კომპიუტერთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით საჭიროა გულმოდგინება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მაგრამ არცთუ იშვიათად თავს იჩენს ისეთი პრობლემები, რომელსაც მდგომარეობიდან გამოვყავართ: 

1. იგი შეიძლება "დაეკიდოს" და დაუმახსოვრებელი ინფორმაცია დაიკარგოს.

2. მან შეიძლება სრულიად მოულოდნელად "გამოაცხადოს", რომ ეს "გამოუსწორებელი შეცდომაა," ანდა "პროგრამა დაეკიდა" და მოთხოვნებზე აღარ პასუხობს.

3. იგი შეიძლება ძალიან ნელა დაიტვირთოს სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ ინფორმაცია.

4. ინტერნეტი კი - ცალკე თემაა, სასწრაფოდ გჭირდებათ ფოსტის გაგზავნა, კავშირი კი არ არის!
ამ სიის გაგრძელება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ყველა ამ სიტუაციას ერთი რამ აერთიანებს: იგი იწვევს ნევროზს, გაღიზიანებას, გექმნებათ შეგრძნება, რომ ჯიუტი ხელსაწყო - ცოცხალი არსებაა თავისი უმძიმესი ხასიათით და თქვენს გაღიზიანებას არად აგდებს. 

ასე რომ, სამუშაოდ აუცილებელი ეს ელექტრომანქანა, შესაძლოა, მუდმივი გაღიზიანების წყაროდ იქცეს. "კომპიუტერული თაობის" პრობლემები

იაპონელი და ინგლისელი ექიმები შეშფოთებული არიან. მათ პაციენტთა შორის იმატა მეხსიერების ფუნქციის მოშლის ჩივილებმა. 

მეცნიერებმა იაპონიის ერთ-ერთ კლინიკაში, 20-დან 35 წლამდე პაციენტებს შორის გამოკვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ გარე "მეხსიერებაზე" აღზრდილი თანამედროვე თაობა ვეღარ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, ვერ იხსენებს ძველსაც და უჭირს უდიდესი ინფორმაციდან აუცილებელი საკითხების გამოყოფა. 

ექიმების აზრით, "კომპიუტერული თაობის" ასეთი დეგრადაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანაზაირებისა და სერვერების გავრცელებასთან, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის შეტანა. 

ახალგაზრდები გადაეჩვივნენ მეხსიერების გავარჯიშებას, ვინაიდან "გარე მეხსიერება" მუდამ მათ ხელთაა. გარდა ამისა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ კომპიუტერთან და განსაკუთრებით სათამაშო-გასართობ პროგრამებთან ურთიერთობა იწვევს ნერვულ დაძაბულობას, ვინაიდან საპასუხო, სწრაფ რეაქციას ითხოვს. ნერვული პროცესების მოკლევადიანი კონცენტრაცია ნებისმიერი ასაკის მოთამაშეს საგრძნობლად ღლის. 

თამაშით გართული, იგი ემოციურ სტრესს განიცდის. კვლევებმა აჩვენა, რომ თვით თამაშის მოლოდინიც კი იწვევს ადრენალინის (თირკმლისზედა ქერქის ჰორმონის) საგრძნობ მომატებას.

რა ვქნათ?

დაიმახსოვრეთ! არ მისცეთ კომპიუტერს თქვენი ცხოვრების მართვის უფლება. გარდა ამისა:

1. რაც შეიძლება ხშირად შეწყვიტეთ კომპიუტერთან მუშაობა - ადექით, გაიარ-გამოიარეთ, განიტვირთეთ და რაც მთავარია, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. 

2. კომპიუტერთან ჭამას მოერიდეთ, რათა კლავიატურაზე ყავა არ დაგეღვაროთ ან პურის ნამცეცები სადმე არ გაიჭედოს.

3. სპეციალისტებს მიმართეთ, რომ ყველა სისტემა წესრიგში იყოს. ამით თქვენ ნერვულ სისტემას დაიცავთ.

4. დახმარებისთვის მიმართეთ თქვენზე გამოცდილ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ თავად გსურთ ყველაფერს ჩასწვდეთ, მაგრამ სასარგებლო რჩევა არ გაწყენთ - დროსაც დაზოგავთ და ნერვებსაც.

5. ნუ ჩამოეკიდებით ქსელში: ვირტუალური ურთიერთობა ვერ შეცვლის და არც უნდა შეცვალოს რეალობა. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ თქვენ კომპიუტერზე დამოკიდებული გახდებით. 

ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ იმატა ისეთი შემთხვევების რიცხვმა, რომელთაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

6. მიიღეთ სტრესის მოსახსნელი დამამშვიდებელი საშუალებები. გირჩევთ პრეპარატ "პერსენს", რომელიც დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

7. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეს რჩევა, ალბათ ბანალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუკი გსურთ ჯანმრთელობისა და ფსიქიკის შენარჩუნება, არ დაიზაროთ - იმოძრავეთ და ისეირნეთ!